საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის იტვირთოს საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტი, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას თანამდებობა ენატრება, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანა გადაარჩინოს.
პრემიერ მინისტრის ახალი ინიციატივის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის დაფინანსების წესი განისაზღვრა (იხ. დადგენილება 536). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათთან პროგრამის ადმინისტრირების დეტალები განიხილა. მინისტრის მოადგილემ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მოუწოდა, უზრუნველყონ 150 000 ან ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტების ინფორმირება პროგრამის შესახებ, რათა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ისინი შეუფერხებლად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.
თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. საგზაო სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. 15 სექტემბრიდან - სავალდებულო კარანტინის ვადა მცირდება 8 დღემდე, ნაცვლად 12 დღისა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში სანიაღვრე არხების და შიდა გზის მოწყობა მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახულია და ის უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ადგილობრივ მოსახლეობას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა განუცხადეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 სექტემბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გაუფასურდა.
სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები. კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხორციელდა.
პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.