საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმთელდა 8 პაციენტი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

ახლადრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა მონტაჟდება. სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს, შეიცვლება განათების დაახლოებით, 180 ბოძი.

სრულად...

1886-1895 ათწლეულში საქართველოში პირველდაწყებით და საშუალო განათლებას ღებულობდნენ გიმნაზიებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 1886-1895 წლებში ტფილისში არსებობდა ვაჟთა სამი და ქალთა კლასიკური გიმნაზია. ვაჟთა გიმნაზიებმა 1895 წელს, საერთო ჯამში 99 მოსწავლე გამოუშვა, მათ შორის 23 ქართველი.

სრულად...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედი დეპუტატი და ამავე დროს ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქის და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში სამველ მანუკიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. იგი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ხავეთს, დავნიას და ერინჯას, მუნიციპალიტეტის მერთან იური უნანიანთან ერთად ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, მუშთაიდის ბაღში, თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილე კომპანიებისგან სხვადასხვა მომსახურება განსაკუთრებულ ფასად მიეღოთ. ისინი სხვადასხვა სიახლეს გაეცნენ, ბავშვებმა კი, სახალისო და შემოქმედებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

სრულად...

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტიდან მთელი დღის განმავლობაში ეტაპობრივად გადაადგილდება სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამხედრო ქვედანაყოფში შესვლამდე სამხედრო ტექნიკას დეკონტამინაცია უტარდება.

სრულად...

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები კონსტანტინე ლესელიძის ქუჩიდან მეექვსე მიკრორაიონის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სრულდება.

სრულად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება.

სრულად...

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი