საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალური გახსნისთვის ემზადება. ბოლო დეტალები სწავლების ხელმძღვანელმა და მონაწილე პირადმა შემადგენლობამ გენერალურ რეპეტიციაზე საბოლოოდ შეაჯერა და დააზუსტა.
სულ მცირე 100 ადამიანი დააპატიმრა პოლიციამ ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში, სადაც უკვე თითქმის ერთი თვეა პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ქართულ-ამერიკული პარტნიორობის დემონსტრირების მიზნით, დღეს დილიდან მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე აშშ-ის სამხედრო ტექნიკის კონვოი, რომელზეც სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებია დამაგრებული, სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდება.
საქართველოს ინტელექტუალთა ერთი ჯგუფის და ინტელიგენციის წარმომადგენელთა მიერ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერი საზოგადოებრივი პლატფორმა დაფუძნდა.
ვერა იყო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის ,ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში. ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი.
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ში 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა!??? ვიცინოთ თუ ვიტიროთ?!!! სატირლად გვაქვს საქმე, სამწუხაროდ, ასეა!.. "პოლიტიკური ელიტა" კი არა გვყავს, არამედ "პოლიტიკური დეზერტირების ბაზარი" გვაქვს საქართველოში!!!
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება. გამყრელიძე შეახსენებს მოქალაქეებს, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია 100 ადამიანზე მეტის შეკრება და ეს არის განსაკუთრებით მომატებული რისკი, როდესაც ბევრი ადამიანი, ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ე.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.