კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4„ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 23 აჭარას, 5 შემთხვევა კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზესტაფონში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად, მეტყევეებს შეხვდა. „ტყის ახალი კოდექსის“ მიღების შემდეგ, ინტენსიურად ხორციელდება სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მიღებისთვის მზადყოფნის გაძლიერების მიზნით, კოვიდ-კლინიკებს 85 საწოლი დაემატა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი დააკავეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ამავე დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი - 1978 წელს დაბადებული რ.ჩ.
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაინფიცირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1993 წელს დაბადებული მ.ხ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
2020 წლის 7 სექტემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან.
სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხედვა წარსულში. მათ უნდათ, რომ 2012 წლამდე რა ვითარებაც იყო, იმაში დაგვაბრუნონ. დღევანდელობა არის უმძიმესი ივანიშვილი, წარსულისკენ ყურება, 2012 წლამდე სააკაშვილი და მისი გარემოცვა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე კომენტარისას.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენა მისი ოცნებაა, სწორედ სამართლიანობის აღდგენისთვის არის გამზადებული მე-12 დაწესებულებაში მისთვის ადგილი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ სამგორის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის კომენტირებისას.
დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.