საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს შვიდ ქალაქში შემავალ გზებს დღეს დილიდან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.
მხოლოდ ჯანდაცვაში კი არა, ყველა სფეროში როგორი სიმშვიდით და ხალხის სიყვარულით იბრუნებენ პოზიციებს პროფესიონალები! - ბონდო მძინარაშვილი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდისგან (IFES) დახმარებას მიიღებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოლნისის რაიონის სოფელ კაპანახჩის ექიმს პერსონალური მადლობა გადაუხადა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ექიმმა NCDC-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მიზანმიმართულად და ნაყოფიერად გამოიყენა და შეძლო კორონავირუსის შემთხვევის დადგენა.
თუ ეკლესიის პრობლემას აქამდე ვერ უვლიდნენ და ახლა, სააღდგომოდ მართლა მოუვლიან, ალალ იყოს ეს კომენდანტის საათი, აცხადებს გია ნოდია.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ სამ ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი , – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა.
საზღვრები დაკეტილია. მგზავრობა აკრძალულია. მილიარდობით ადამიანი სახლებშია გამოკეტილი. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში ავიახაზები „უპრეცედენტო შოკში“ არიან და წინ უზარმაზარი გამოწვევები ელოდებათ, იტყობინება BBC საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციაზე დაყრდნობით.
31 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მისი სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი გამოვლინდა.
მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიფინგზე, ახალ გადაწყვეტილებებსა და ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.