საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0328 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურის უწყება ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „აკვაკულტურის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა და ერთხმად დაუჭირა მხარი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების მისაღებსა და ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
„M2 ჯგუფი“ მირცხულავას ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია „სვეტისგან“ გადაბარებულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოებს იწყებს. მშენებლობის ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „M2-ის გენერალურ დირექტორთან, ირაკლი ბურდილაძესთან ერთად იმყოფებოდა.
საქსტატის“ თანახმად, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 102.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაილანდი ქვეყანაში ჩასვლისთანავე ვიზების გაცემას 18 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს. აღნიშნულის შესახებ ტაილანდის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმში იმართება, - აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლებში ქაოტური განაშენიანება თავიდან იქნას აცილებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.