სხვადასხვა სამუშაოების გამო დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით რადიკალური ზომები მიიღო და ევროპიდან ამერიკაში მგზავრობის დროებითი შეჩერების შესახებ გამოაცხადა. სატლევიზიო მიმართვაში მან განაცხადა, რომ ევროპის 26 ქვეყნიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა მომდევნო 30 დღის განმავლობაში იქნება შეჩერებული, მაგრამ დასძინა, რომ „მკაცრი და საჭირო“ შეზღუდვები არ შეეხება დიდ ბრიტანეთს, სადაც ამ დროისთვის ინფექციის 460 შემთხვევაა დადასტურებული.

სრულად...

კორონავირუსი გრიპის ვირუსისგან განსხვავებულია, მათ საერთო არაფერი აქვთ და 25-26 გრადუსი კორონავირუსისთვის განაჩენი ნამდვილად არ არის, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“.

სრულად...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოცხადდა. პანდემია არის დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ერთდროულად ვრცელდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა სახელმწიფოთა მთავრობებს შეცვალონ კურსი და „გადაუდებელი და აგრესიული ქმედებები“ განახორციელონ.

სრულად...

ჩინეთის ცენტრალური პროვინციის, ჰუბეის ქალაქ ვუხანში, სადაც კორონავირუსმა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, 103 წლის ქალი, ძანგ გუანგფენი ინფექციისაგან ერთ კვირაში სრულად განიკურნა. ის საავადმყოფოდან სამშაბათს, შუადღისას გაწერეს.

სრულად...

ერთი პაციენტის შემთხვევაში, რომლის მდგომარეობაც მძიმე გახლდათ, მცირედი დადებითი დინამიკა არის, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ.

სრულად...

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პარტიულ სიას სათავეში თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ისთვის გახდა ცნობილი.

სრულად...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

სრულად...

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს - დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს - შესაძლოა კორონავირუსი შეეყაროს. მან აღნიშნული პროგნოზის შესახებ ოთხშაბათს, პრესკონფერენციაზე, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან, ჯენს სპანთან გვერდით მდგომმა განაცხადა. ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ რადგან ინფექციის წამალი არ არსებობს, ფოკუსირება ვირუსის გავრცელების შენელებაზე უნდა მოხდეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი