საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოეთში დაგეგმილი რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გააუქმა.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ამ დროისთვის 23 ადამიანის ინფიცირებაა დადასტურებული.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მან პარლამენტს უთხრა, რომ პირველ რიგში ამგვარი ნაბიჯის გადასადგმელად მას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დართოს ნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, არ დაწვან ნარჩენები, რადგან ქმედებამ შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს და სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს (ნიადაგის დაზიანება და ტყის მასივების განადგურება.
პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვუხანს ესტუმრა, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრს, და პეკინს გზავნილი მიაწოდა, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. მისი ვიზიტი ვუხანში იმ ფონზე შედგა, რაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სამშაბათს ვირუსით ყველაზე მცირე რაოდენობის, მხოლოდ 19 ადამიანის ინფიცირებას ჰქონდა ადგილი - ყველა შემთხვევა ვუხანში მყოფთ დაუდგინდა, გარდა ორი პირისა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ იქ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.05 პუნქტით გაუფასურდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა, ბესიკ ქოჩიაშვილმა საქართველოს სამინისტროების ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის შედეგები წარმოადგინა.
საამაყო ნამდვილად გვაქვს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს შორის 36% ქალია, მათ შორის გადაწყვეტილების მიმღებ დონეზეც, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, საჯარო სექტორში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, სასტუმრო „რუმსში", კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ახალი კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის თემაზე შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.