ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ისტორიული ბედის უკუღმართობის გამო, საქართველოში იყო უმძიმესი პერიოდები, რომლებიც ზოგჯერ ასწლეულობით გრძელდებოდა, როდესაც დამპყრობელი იმპერიების პირობებში ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელი, უწინარესად, ფიზიკურად გადასარჩენად, ხშირად იძულებით და სამწუხაროდ, გამორჩენის მიზნითაც - გაარაბებულა, გაყიზილბაშებულა, გათურქებულა, გარუსებულა და რაც ყველაზე მტკივნეულია, - გასომხებულა, გაოსებულა, გააფსუებულა!..
ისტორიული ბედის უკუღმართობის გამო, საქართველოში იყო უმძიმესი პერიოდები, რომლებიც ზოგჯერ ასწლეულობით გრძელდებოდა, როდესაც დამპყრობელი იმპერიების პირობებში ქართველთა მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელი, უწინარესად, ფიზიკურად გადასარჩენად, ხშირად იძულებით და სამწუხაროდ, გამორჩენის მიზნითაც - გაარაბებულა, გაყიზილბაშებულა, გათურქებულა, გარუსებულა და რაც ყველაზე მტკივნეულია, - გასომხებულა, გაოსებულა, გააფსუებულა!..
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან და საფრანგეთთან საქართველოს აქვს ბრწყინვალე ურთიერთობები, ორივე ქვეყანა არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და კოლეგა მინისტრებთან მიმდინარეობს მჭიდრო კოორდინაცია ყველა საკითხზე, - განაცხადა დავით ზალკალიანმა საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ამჯერად ბორჯომსა და მარნეულში განთავსდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და განაცხადების ელექტრონული წესით მიღების ფუნქციით აღჭურვილი მანქანები აღნიშნულ ქალაქებში თითქმის 1 თვის განმავლობაში, 7 მარტამდე დარჩებიან.
სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა საქართველოს მზარდი როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას.
საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლას პანაგიოტოპულოსის განხილვის მთავარი თემა იყო. საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართეს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს. ლატვიელ კოლეგასთან არტის პაბრიკსთან ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ორმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით, პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.