საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს შეხვდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მსხვილფეხა პირუტყვის გახშირებული ქურდობის ფაქტები გააპროტესტა. „ოჯახია ჩემს უკან, ჩემი შვილებია, შვილიშვილებია, რა ვქნა, რა გავაკეთო მითხარით?“ - აღშფოთებული ეკითხება ქალბატონი ლოლა უმფრიანი ადგილზე მისულ სამართალდამცველებს.
საპარლამენტო უმრალესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტპატიმრებს უწოდებს ადამიანებს, რომლებიც ივნისში ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდნენ, რაც მათი მხრიდან აღიარებითი ჩვენებაა.
მმართველი გუნდის ოპონენტები, მხარდამჭერებთან ერთად, დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან, ჭიჭინაძის მხრიდან შეიკრიბნენ და გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ტფილისი სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა, ქუჩებსა და ეზოებს ცუდათ უვლიდნენ. ზოგიერთნი ეზოდან ჭურჭლისა და სარეცხი საპნის, ბინძურ წყალსა და კვების ნარჩენებსაც ქუჩაში ღვრიდა. სახლის აივანებიდან „ქვაშაგებსა“ და ხალიჩების მტვერს თავზე აბერტყავენ გამვლელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლების საერთო კრებები გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.