საქართველოს პარლამენტის წევრი, ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, კულტურის სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და თანამდებობის სხვა პირები ქალაქ ნინოწმინდის საბავშვო ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა იმ დროს, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა პელოსის და მის გვერდით მდგომ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს საკუთარი გამოსვლის ტექსტის ასლები გადასცა.
ვაზისუბნის დასახლებაში, მთისძირისა და თ. დავითაიას ქუჩების დამაკავშირებელ ახალ გზაზე საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები იგეგმება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) პრემიერ მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის კომისიის კოორდინატორს 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის „FONDAZIONE EDMUND MACH“ გენერალურ დირექტორს, მარიო დელ გროსო დესტრერს შეხვდა.
თბილისის მერია და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 5 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. დედაქალაქის მედიათეკებსა და ბიბლიოთეკებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, დაგეგმილია მხატვრული ნაწარმოებების საჯაროდ კითხვა, ლიტერატურის შესახებ საუბრები და სხვადასხვა თემატური ღონისძიებები.
მთელი ქვეყანა საშინელი ტრაგედიის მოწმე გახდა. ბაღდათში ამოიბუგა ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, ფეხმძიმე დედა, ბებია და ეს არის ამ რეჟიმის, ამ ხელისუფლების უსულობის, უგულობის, მომხვეჭველობის, არადამიანურობის შედეგი, - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი - ოთხი ბავშვი, ფეხმძიმე დედა და ხანშიშესული ქალბატონი დაიღუპა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, დიასპორის საკითხებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის აპარატის მთავარ კომისარს ზარეჰ სინანიანს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.