შეცდომა კი არ გაეპარათ, ის გაეპარათ, რომ ბათუ ქუთელია მიუთითეს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. თორემ, რეალობა იყო ასახული. საბოლოო ჯამში, ეს გაასწორეს, თუმცა საზოგადოების აღქმაში ვერ გასწორდება, რადგან მან ისედაც იცის, რომ ბათუ ქუთელია არავითარი „ენჯეო“ არ არის. ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი – გონგო, ნაცი, შმაცი, ყველაფერი ამის ლუსტრაცია მოხდა, – ასეთი განცხაადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, „ორიონ სტრატეჯის“ განცხადებასთან დაკავშირებით.

სრულად...

ქართულმა მხარემა პასუხი ანალიზებზე, რომელიც ნიდერლანდებში, ერაზმუსის უნივერსიტეტში იყო გაგზავნილი, დღეს მიიღო.

სრულად...

მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 94 კილომეტრზე (სოფ. დიზის მიმდებარე ტერიტრია) ჩამოწოლილი ზვავის შედეგად გადაადგილება ამ დროისთვის შეჩერებულია.

სრულად...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სომხეთის უმაღლეს კომისარს დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანს შეხვდა.

სრულად...

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. პრემიერმა ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა, რომელსაც ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილიც ესწრებოდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ჩავიდა. პირად შემადგენლობას ბაზა „მარმალზე“ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლობა და III ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობა დახვდა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტი დღეიდან მუშაობას ოფიციალურად განაახლებს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა.

სრულად...

ბაღდათში საცხორებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი - ორი ქალი და ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.

სრულად...

2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ საერთაშორისო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) მეხუთედ უმასპინძლებს. თბილისში მთავარი დაგეგმვის კონფერენცია დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციის მიზანი სწავლების ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი