თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სმენის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის გათვალისწინებული სპეციალური სიმღერების კრებულის შეტანა იგეგმება. ბაღებში ახალი საგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვის მიზნით თანამშრომლობის საკითხები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
რაც მე კადრებში ვნახე ამაზრზენია, ამას არ აქვს არანაირი გამართლება, იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავენ.
„ძალიან ბევრი წერილი მოვიდა ამერიკის კონგრესიდან, მაგრამ დღევანდელი წერილი, სენატორ რიშის და სენატორ შაჰინის ძალიან მძიმე საბრალდებო დასკვნაა ივანიშვილის რეჟიმისთვის“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ახლახან გავრცელებულ ვიდეოში და დასძენს, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენ მხარეს, ივანიშვილი ბოლომდე გაკოტრებულია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი არის ქართველი ხალხის გასაკეთებელი“.
ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს დამატებით 100 პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით 120 მილიონი ინვესტირების ბაზისი შექმნა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
კარგი იქნება, თუ ობიექტურად შევაფასებთ და ვიტყვით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იყო წარმატებული, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, შეიარაღებული პირის განიარაღების და დაკავების მიზნით, 14 იანვარს ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის სასაზღვრო პოლიციის 12 თანამშრომელი დააჯილდოვა.
ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ქვეყანაში შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების თვალსაზრისით ეფექტური ნაბიჯები გადადგა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
ბოლო ინიციატივა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ დაახლოებით 2 თვის წინ, ეს გახლავთ ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს, განვითარდა ძალიან წარმატებულად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.