31 იანვარს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ წალკაში სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გამართა. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განვითარების კონსულტანტმა ლია ცერცვაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სერტიფიკატები წალკის რეგიონული სასწავლო ცენტრის 13 წარმატებულ კურსდამთავრებულს გადასცა. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა ჟვანიას სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის“ A1 დონის სასწავლო კურსი გაიარეს.

სრულად...

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ.

სრულად...

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) სამი ოქროს მედალი მოიგო.

სრულად...

ვიმუშავებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებსა და მცდელობას, ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა, კელი დეგნანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა მისი 47-წლიანი წევრობისა და რეფერენდუმზე ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ კენჭისყრიდან სამ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ისტორიული მომენტი ქვეყანაში ზეიმით და ამავე დროს ანტი-ბრექსიტის პროტესტით აღინიშნა.

სრულად...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული კავშირების წარმომადგენლებს შეხვდა.

სრულად...

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. ვახტანგ გომელაური ცენტრის თანამშრომელს, 2019 წლის საუკეთესო დისპეტჩერს - სალომე ბასილაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეხვდა და მისთვის მოულოდნელად, გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის სპეციალური მედალიონით დააჯილდოვა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ვენაში ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა. მინისტრებმა ვრცლად მიმოიხილეს და დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

სრულად...

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ისრაელის სახელმწიფო განვითარების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (MASHAV) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი