საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო მე-5 პირი, თორნიკე ქვათაძე, რომელიც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
„ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“ - ამ ლოზუნგით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, იგეგმება საქველმოქმედო აქციის მოწყობა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით მაღალმთიან, დაცლის პირას მყოფ სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის, აგრეთვე, რეგიონში ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემას.
საბურთალოს რაიონში, ზაქარიაძის N3-ში, ამხანაგობისა და გამგეობის მხარდაჭერით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგა და გაამწვანა.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დასრულდა სპეციალური საჭიროების მქონე ოჯახებისთვის საშეშე მერქნის გადაცემის აქცია.
იცით თუ არა, რომ: მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო. ის თავხედური აგრესიულობით გამოირჩეოდა და და პირველმა მან იძალადა, მათ შორის ინვალიდი (კასტილებიანი) პირის მიმართ“, აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი წერს. (შენიშვნა: ირაკლი ზაქარეიშვილი გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე დაკავებულთაგან არც ერთის ადვოკატი არ არის).
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ Facebook-ის მიერ ნაცმოძრაობის არც ერთი ბოტი, ფეიკ-გვერდი თუ ყალბი ანგარიში, რომლებიც პირდაპირ ეწევიან დეზინფორმაციის გავრცელებას და სიძულვილის ენის ტირაჟირებას, გაუქმებული არ არის,.
ნორვეგია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის „უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „თვითერზე“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტრანსპორტის პროფკავშირებს თხოვნით მიმართა შეაჩერონ გაფიცვა, რომელიც შობის დღეებში ქვეყანაში სატრანსპორტო ქაოსის შექმნის საფრთხეს ქმნის. კოტ დ’ივუარში (სპილოს ძვლის სანაპირო) ვიზიტად მყოფმა მაკრონმა თქვა, რომ გაფიცულებმა „უნდა გამოაცხადონ დროებითი ზავი ოჯახების და ოჯახური ცხოვრების პატივსაცემად“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.