ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ და მერის წარმომადგენელმა ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაატა ჯაფარიძემ სოფელ ახალ ჩორდსა და შარდომეთში სიმბოლური საახალწლო საჩუქრები დაარიგეს.
ცოტნე გამსახურდიასა და გიორგი სოლოღაშვილს შორის კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც ერთად იმყოფებოდნენ და სვამდნენ, განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სოლოღაშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა, რომელმაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური სარჩული კატეგორიულად გამორიცხა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 21 დეკემბერს ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლების წინადადება არასერიოზულია და არაფერს ცვლის, თუმცა ოპოზიცია მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს.
საქართველოს ეროვნული გვარდია დაარსებიდან 29 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე მიულოცა და სიტყვით მიმართა. მან ყურადღება ქმედით და ეფექტიან რეზერვის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს შეეხო, რაც ჯარისკაცებისთვის პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.
ნათია თურნავამ დეპუტატებს მიმდინარე წელს მიღწეული შედეგები და მომავალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ამასთან, თავის გამოსვლაში მან საინვესტიციო პოლიტიკაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და მთავარი გამოწვევების, მათ შორის დასაქმების პრობლემის გადაჭრაზე ისაუბრა.
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მისი ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძეა დაკავებული,- აღნიშნულის შესახებ ყუფაფრაძის ადვოკატმა, ვაჟა არობელიძემ პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
ცოტნე გამსახურდიას ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს. გამსახურდიას შვილის მეუღლე, ანა ჯაბაური ამბობს, რომ ათამდე მძიმე ჭრილობას მას ერთი ადამიანი ვერ მიაყენებდა. ჯაბაურს ასევე კითხვები აქვს იარაღთან დაკავშირებითაც, მისი თქმით, ცოტნე გამსახურდია სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღით დაჭრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.