მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტმა საზეიმოდ აღნიშნა სახალხო დღესასწაული „ონელობა - 2019“. ამ დღეს ქალაქმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
მოსახლეობის საჭიროებების მოსმენა და პრობლემების მყისიერად, ცენტრალიზებულად გადაჭრა – ეს არის მთავარი, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ინტენსიურად ხვდებიან.
შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის 11 აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით პროექტები ხორციელდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქ.გარდაბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ვაკის რაიონის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით, წყნეთში სახალხო დღესასწაული „წყნეთობა 2019“ აღინიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.
პაატა ბურჭულაძე „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ივანიშვილის მონებს და მათ „საგმირო“ საქმეებს ვინც ამხელდა და ამხელს, ყველა უნდათ რომ დააშინონ, დააბინძურონ, ციხეში გამოკეტონ“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პროკურორმა ნიკა გვარამიასთვის გირაოს მოთხოვნის საფუძველი განმარტა. მისი თქმით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს 25-ჯერ აქვს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი და ჰყავს სანაცნობო წრე საქართველოს ფარგლებს გარეთ და შესაძლოა, ნიკა გვარამია მიიმალოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.