ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს განახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს დღეები ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას დღეს აქ არ შევუდგები. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა - არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები, - ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ილია ჭავაჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის - „EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი გახდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია და მისი ოდენობა მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის დროით 10:42 საათზე, დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო სესხებზე დეკემბრის აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს განსაკუთრებული პირობებიდან ერთ-ერთი.
იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოში იაპონიის საელჩო ავრცელებს.
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
საქართველოში ვიზიტად სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ედუარდ ასრიანი იმყოფებოდა. სომეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კოლეგებმა შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.