დღეიდან, Dressupჯგუფი ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ‘CashBack’-ის პარტნიორი კომპანიაა. მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს ‘Dressup’ საქართველოში უკვე 25 წელზე მეტია წარმოადგენს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინაში, ბახმუტთან დაღუპული ქართველების – ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახების წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვაან აროიანმა, მერმა ანივარდ მოსოიანმა, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს თავდაცვის ძალები სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „შურდული 2022“ პირველად
ატარებს. სწავლების ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
„არმიჰოლში“ გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაურმა,
ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში პროგრამის - „ინკლუზიური სატრანსპორტო სტრატეგია და ღირსეული სამუშაო გარემო“ პრეზენტაცია გაიმართა. ახალი პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქში, მეტროსა და ავტობუსების მომსახურებისადმი თანაბარ წვდომას და ციფრული სისტემის განვითარებით, ავტობუსებსა და მეტროში უსაფრთხოების დონის ამაღლებას.
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სკოლებში
ვიზიტებს განაგრძობენ. მშობლიურ სკოლაში ამჯერად თავდაცვის მინისტრის მოადგილე
გრიგოლ გიორგაძე იმყოფებოდა.
სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას შეეხო. მთავრობის მეთაურმა მარეკ შჩიგელს მისიის ეფექტური მუშაობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციას და ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა შეხვედრა გამართა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების ხელმძღვანელებთან.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7-8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება.სამიტის ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სემინარებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი შთაგონებით, გართობითა და საღამოს წვეულებებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.