საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მე არ მინდა დეტალებში შევიდე, მე არც ექიმი ვარ და არ ვიცი ამ ადამიანს რა ჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ. ერთი ის ვიცი, რომ ამ ადამიანმა გადაწყვიტა ჩამოსულიყო აქ და რევოლუცია, სისხლისღვრა მოეწყო, ციხეში ჩასმის დღიდან ემუქრებოდა ყველას, რომ თქვენ არ იცით აქ რამდენიმე ხანში, უკრაინის ომი არ იყო დაწყებული ჯერ, სისხლისღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება და მსგავს მუქარებს აგრძელებდა ბატონი სააკაშვილი. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში, შიმშილობის ყველა ისტორია მოხსნა და ვნახეთ ისიც, კადრებიც გავრცელდა, რომ თურმე ის ჭამდა კიდევაც, ფარულად იღებდა საკვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ომის პარტია, აი ეს დეგრადირებული მოღალატეებით სავსე ლიდერებისგან ჩამოყალიბებული პარტია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. არ არის საინტერესო, რას იტყვიან ისინი. საქართველოში ვერავინ ვერაფერს არევს და ვერავინ ვერაფერს მოაწყობს, იმიტომ, რომ ყველას მიეზღვება და გაეცემა საკადრისი პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მეორე მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი დამსახურებაა, ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, თითქოს მე მათ ვუწოდე ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით თქვენ ყველანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პირველ რიგში მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გულწრფელად, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა და მივუსამძიმრო უკრაინის ომში ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ესაა ტრაგედია, ესაა დიდი დანაკლისი და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით, მე ვთქვი, რომ სახელწმიფოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად და შემდეგ სამხედრო პატივით ყველა ეს ადამიანი მიებარა მიწას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მე, როგორც ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში ვალდებული ვარ, რომ დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ამას ვაკეთებ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
აფხაზეთის ომში დაღუპული 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
რაც შეეხება სამხედრო დახმარებას ჩვენ ამის თაობაზე ნათლად, ცხადად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენ ამ ომში კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დაბა მესტიაში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერის მოწყობისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტიდან 258 516 ლარი დაიხარჯა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-პრეზიდენტებსა და პარლამენტის წევრებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.