საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ვლადიმირ ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან, პარლამენტთან ურთიერთობა გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე ზელენსკის გადაწყვეტილებების შეფასება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა მრავალ საუკუნეს ითვლის.
მისალოც წერილში, რომელიც მამუკა ბახტაძემ სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს გაუგზავნა ხაზგასმულია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჯინჭვისში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მოინახულა.
თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რამდენიმე რაიონი დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გლდანი-ნაძალადევის რაიონში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ყველგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში აღდგება სამართლიანობა და მათ შორის საქართველოშიც.
ხვალ, დღის მეორე ნახევარში ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი არმიაში, სადაც ბევრი მიბრძოლია და ციხეშიც კი ვმჯდარვარ, აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა და განაცხადა: „მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას!“
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, „ლიდერობისა და ეთიკის“ კურსი იმართება. კურსი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონების საშუალო და დაბალი სამეთაურო რგოლისთვის არის განკუთვნილი და მას ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის ინსტრუქტორები უძღვებიან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.