ცოტა ხნის წინ გამართულ ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე ნინო გოგუაძემ და ირმა ნადირაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და მის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუწოდეს, შეასრულონ მოვალეობა და ნუ შეუშლიან ხელს დამკვირვებლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებაში.

სრულად...

„უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება რუხში", აღნიშნული განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდში, 21-ე უბანზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სრულად...

საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა, განაცხადა ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

სრულად...

ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს“, განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა.

სრულად...

„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ... თუმცა მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

დღეს, მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა, განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, რომლის პარტიაც მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მხარს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს, შალვა შავგულიძეს უჭერს, ხმა მთაწმინდაზე, 27-ე უბანზე მისცა.

სრულად...

„ზუგდიდში არჩევნები დაიწყო, არჩევნები მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა უბანზე, არსებითი დარღვევა არც ერთ უბანზე არ ყოფილა. აქტივობა არის კარგი, თუმცა ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ“, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი