თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაციას აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა სათაურით ,,წიგნი-კაცობრიობის საგანძური" მოეწყო.
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაშფერდში, სასაფლაომდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზის მშენებლობა (ბეტონის საფარის დაგება) მიმდინარეობს.
წეროვანში უახლოეს ერთ წელიწადში ახალი სკოლა აშენდება, შესაბამისი დავალება პრემიერ მინისტრმა განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას დღეს მისცა.
თუ პარლამენტის და კომიტეტის კედლები აშინებს გიორგი გახარიას, მე მას ვთავაზობ - ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს, ოღონდ ამით ის სერიოზული პასუხების გაცემას ვერ გაექცევა, ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი სამართალდამცავებს პანკისის ხეობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და თავშეკავებისთვის მადლობას უხდის. პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებისას დაშავებული სამართალდამცავები მთავრობის მეთაურმა კლინიკაში მოინახულა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა სენაკში, II ქვეით ბრიგადაში დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.