ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებული მეტროს 50-ე შახტის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გალაქტიონ ბუაძესთან ერთად იმყოფებოდა.
25 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის დღე აღინიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა.
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სანდრა რულოვსმა განაცხადა, საუბარი სკოლის დეპოლიტიზირების საკითხს შეეხებოდა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1344-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის ცენტრში საგზაო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურისა და დუშეთის რაიონის ინვალიდთა კავშირის ორგანიზებით, ჭართლის ამბულატორიას 19 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტი გადაეცა.
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე, საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად, სოფლების - როდინაულის, ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.
კრწანისში (გორგასლის ქუჩა 37) ლიბერთის განახლებული ფილიალი გაიხსნა, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისი სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N16-ში და პეტრიწის ქუჩაზე, N5ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარდა.
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.