საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით დასამზადებელი სატყეო-სახანძრო და სამაშველო-სახანძრო მანქანების 2 პროტოტიპი ავსტრიაშია და სამონტაჟო სამუშაოების ეტაპს გადის, რომელთაგან ერთი წარმოადგენს სრულიად ავტომატიზირებულ ბაზას, ხოლო მეორე მექანიკურს.
ირაკლი ღარიბაშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობის დაკავება „საინტერესო და მნიშვნელოვან“ ამბად არ მიაჩნია ექსპერტ გია ხუხაშვილს.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და იგი „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას დაიკავებს.
თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, ეს სერიოზული შევსება იქნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ბიძინა ივნიშვილის თავმჯდომარეობით, პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინაში ინტერნეტით ჩატარებული გამოკითხვისას 70% აიღო პრემიერ მინისტრობის კანდიდატურაზე და ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს, რომ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ მინისტრი გახდეს.
წყალტუბოს საფეხბურთო გუნდმა „სამგურალმა“ გორის „გორთან“ თამაში ფრედ 1:1 დაასრულა. თამაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
საქართველოს სურს დააჩქაროს რეგიონული თანამშრომლობა და გააფართოოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირები, რაც შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონებში მდგრადი განვითარების, მშვიდობისა და სტაბილურობის მყარ საფუძველს შექმნის, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბუქარესტში გამართული ოთხმხრივი მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.