18 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გაღმა ქარიატაში, ყულევში, გაღმა შუა ხორგაში და გამოღმა ქარიატაში დასახლების კრებები გაიმართა. კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა, ელისეს სასახლეში შვილებთან ერთად უმასპინძლა.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ძალიან ემოციურია, როცა საკუთარ უნივერსიტეტში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ბრუნდები.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo საჯარო ლექცია წაიკითხა - "საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებები, საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში შექმნილი ვითარება, - აღნიშნულ მიმართულებებზე საუბრით დაიწყო დღეს საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის "ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.
მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე - „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება - დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტები შეარჩია.
„ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა ფაქტიურად, სეპარატისტული პრეტენზიები წამოაყენა საქართველოს მიმართ, როდესაც ისლამური რევოლუციიის საიუბილეო სხდომაზე განაცხადა, რომ ამიერკავკასია, შესაბამისად საქართველო ეკუთვნოდა ირანს და 205 წლის წინ ეს ტრიტორია დაკარგეს. ამ ფონზე დანაშაულებრივად დუმს საქართველოს ხელისუფლება“, აცხადებს საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი დნმ-ის ტესტის გამოქვეყნების გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოს აეროპორტიდან ეხმაურება და „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ამ ტესტის გაკეთება შეუძლია ყველა ადამიანს და ამერიკაში ამას ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება, მათ შორის პოლტიკოსებიც აკეთებენ „და არავის ეს არ ეთაკილება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.