საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა გეგმიური სწავლება ჩაატარა. საბრძოლო მომზადების დონის შენარჩუნების მიზნით, ქვედანაყოფს ერთკვირიანი სროლები ვაზიანის პოლიგონზე ჰქონდა.
„რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან ფულის გათეთრების მუხლით დაწყებულ გამოძიებას, კატეგორიულად უარვყოფ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა სახის დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის ასეთი დანაშაული არარსებობაზე განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეოს საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 18:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გამყარდა.
თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019-ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს თბილისში ვიზიტისას გადასცა.
ლიეტუვის რესპუბლიკის დელეგაცია, მთავრობის კანცლერის ალგრიდას სტონჩაიტისის ხელმძღვანელობით, 17 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
4 ჯარისკაცია მოკლული ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირში მებრძოლებთან შეიარაღებული შეტაკებებისას, იტყობინება პოლიცია. შეტაკებები პულვამას რაიონში მოხდა - იქ, სადაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ 46 ინდოელი ჯარისკაცი იქნა მოკლული.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“, ჟურნალისტებთან დამატებით განმარტავს.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს. მეუფე დანიელის განცხადებაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის „შეწყალებას აპირებდა“, რასაც „ეკლესია მიესალმებოდა“, მაგრამ „ხელისუფლებამ შეიკავა თავი“, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე თავად კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ, მთავრობასთან კონსულტაციების შესახებ კი, ყოფილ პრეზიდენტს მინიშნება არასდროს გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.