იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად მართავენ შეხვედრებს, როგორც სახელმწიფო უწყებებთან ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მესტიამდე გადაადგილება მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია და მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშეა შესაძლებელი.

სრულად...

არქიმანდრიტი ათანასე კარანაძე „ფეისბუქში“ გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ იგი ერთ-ერთ ბენზოგასამართ სადგურზე ავტომანქანა „Bentley“-იში ზის და საწვავს ასხმას.

სრულად...

კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში ერთდროულად სამი სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობა.

სრულად...

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპის მთავრობას „ექსტრემისტების დაჯგუფება“ უწოდა და ვენესუელაში შექმნილ კრიზისში შეერთებული შტატები დაადანაშაულა. BBC-ისთან ინტერვიუში მადურომ განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ვენესუელაში, რადგანაც ეს არის გზა აშშ-ისთვის გაამართლოს სამხედრო ინტერვენცია.

სრულად...

ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობას ტოვებს. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ეკატერინე დუგლაძის განცხადებით, მერთან ერთად, პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს მერის მეორე მოადგილემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა.

სრულად...

თბილისის მერიამ კომერციულ ბანკში საკრედიტო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოსგან თანხმობა მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის მთავრობას საშუალებას მისცემს, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სატენდერო პროცედურები ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების გამოყოფამდე დაიწყოს.  

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს - საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე შემუშავებულია. ამის შესახებ უწყების ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

სრულად...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დავით მათიკაშვილი აირჩია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დავით მათიკაშვილის კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

სრულად...

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებლებთან შეხვედრები გრძელდება. პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები დღეს მთისძირის, შუამთის და მუქედის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი