ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 თებერვალი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესი, რომელზეც მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე მიხეილ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს. სასამართლოში იმყოფება მისი ძმა ლუკა კალანდიაც.
თბილისში, ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, რამიშვილის N31-ში, ყიფშიძის N16-სა და ფალიაშვილის N32-ში ეზოების მოწესრიგება დაიგეგმა.
მთაწმინდის გამგეობამ შინდისში კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაასრულა.
თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობა-წარმოება ხდება. კახა კალაძემ თბილისისთვის განკუთვნილი ის ავტობუსები დაათვალიერა, რომელთა ნაწილიც დედაქალაქის მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოემსახურება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ კირკიტაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. კახაბერ მახათაძესთან ერთად, თანამდებობას მერიის რამდენიმე თანამშრომელიც, მათ შორის, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკატერინე დუგლაძეც ტოვებს.
ონის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.