საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საკვირაო ქადაგებას ემხაურება და აცხადებს, რომ „ყველა აღიარებს და ამბობს, რომ „ხმები მოიპარეს“, აქედან გამომდინარე კი, როგორც სააკაშვილი აცხადებს, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პასუხი კი „უკომპრომისო“ იქნება.
2018 წლის 10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ 10 ადგილზე აამოქმედა.
სომხეთის მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, წარსულში ჟურნალისტმა და მთავარმა რედაქტორმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ქვეყნის სათავეში აპრილის მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოვიდა, კვირას გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ძალაუფლება კიდევ უფრო მეტად განიმტკიცა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „არჩევნების მოპარვის“ შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე „ფეისბუქის მეშვეობით ორშაბათს პირდაპირ ეთერში გამოსვლას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით დეტალებს არ აკონკრეტებს.
„ამ ეტაპზე, ზოგადად, საკადრო ცვლილებებზე საუბარს არ აქვს საფუძველი. არც მთავრობის, არც პარტიის, არც პარლამენტის მიმართულებით ეს საკითხები არ განიხილება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრისას განუცხადა.
მომავალ კვირას არის პრეზიდენტის ინაუგურაცია, ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ღირსეულად შეხვდება ამ ზეიმს, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას და დაამატა, რომ „არჩევნების დროს ერთით მეტი ხმაც რომ მიიღოს ადამიანმა, უკვე გამარჯვებულია“.
ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინონ და თბილისის აეროპორტში ჩამუსული სააკაშვილი დააპატიმრონ. თუმცა გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ამის გაკეთება არ უნდა, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის ეშინია.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ო. დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საფრანგეთში 17 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, რასაც არეულობები ახლავს თან, პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა პირობა დადო, რომ „აღადგენს ეროვნულ ერთიანობას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.