დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ანანურში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტიდან წასვლის შემდეგ საზოგადოებაში იშვიათად გამოჩენილმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მას არაერთგზის უწევდა დონალდ ტრამპისთვის იმის თქმა, რომ იმის გაკეთება, რაც პრეზიდენტს უნდოდა, შეუძლებელი იყო, რადგან ის კანონს ეწინააღმდეგებოდა ან არღვევდა ხელშეკრულებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.ძ., ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ექვსი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, მათგან 10 სერიოზულად, იტალიაში ღამის კლუბში მომხდარი ჭყლეტისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ახალ თავმჯდომარედ, მას შემდეგ რაც დღეს 18-წლიანი ლიდერობის შემდეგ ანგელა მერკელმა პოსტი დატოვა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, მერკელის ფავორიტი კანდიდატი აირჩიეს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში კარგად ცნობილი კონსერვატორი იურისტი უილიამ ბარი აშშ-ის ახალ გენერალურ პროკურორად დაასახელა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ყიდვას სხვა ქვეყნის მოქალაქეები ისევ შეძლებენ, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით, რადგან 16 დეკემბერს, არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვას კრძალავს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო, საქართველოში, აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა თავის გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ ეჭვქვეშ დააყენა მერაბიშვილის განაჩენების კანონიერება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.