ფრეზეთში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა კესტუტის ნავიცკასმა ლენტის გაჭრის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლიეტუვას მთავრობის მიერ დაფინანსებული განახლებადი ენერგიების პროექტის დასრულებას შეეხებოდა.
სატყეო ნარჩენები, ე.წ. ბიომასა ლიეტუვაში ძალიან ეფექტურად გადამუშავდება სითბურ ენერგიად. ჩვენ შეგვიძლია ბიომასის გადამუშავების ეს ალტერნატიული ტექნოლოგია გამოვიყენოთ სხვადასხვა სოფელში, სადაც რელიეფური თუ სხვა მიზეზებით გართულებულია ბუნებრივი აირის შეყვანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ გაწეული რეკომენდაციები განსაკუთრებით წარმატებით შესრულებულად შეაფასა და საქართველო ამ კუთხით სამოდელო წარმატებულ ქვეყნად დაასახელა.
პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია, სამტრედიაში ამომრჩევლებს ხვდებიან.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ნიკო ხმიადაშვილი, იგივე „რობოტა“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის - რამდენიმე დღის წინ გორის თეატრში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეკრებაზე კადრები გადაიღეს.
ბიზნესის მოსყიდვის სპეცოპერაცია, სახელად „თეთრი ყვავი" - მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერები, რომლითაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი მოისყიდოს. ჩანაწერიდან იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიზნესს არეკეტებს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. სპეციალურ სიების შედგენასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი, ანა მიქელაძე განმარტებას აკეთებს.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე? რომელი რევოლუციონერი ეგ არის.
ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის წინასაარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საწვავზე ფასის მატება ხელისუფლების კარტერული გარიგების შედეგია და თანხა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ირიცხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.