თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ იამანიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ისაკაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცვნენ და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრნენ.
ორმაგი სტანდარტი „ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მეორე ტურის წინ ისინი მიხვდნენ, რომ მოძალადე რეჟიმს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, დღეს უკვე სულ სხვა რეალობაა,ისინი ცდილობენ გარკვეულწილად იმიჯის შეცვლას, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, იმიტომ რომ ყოველ ნაბიჯზე ისინი ამჟღავნებენ რეალურ სახეს, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე რუსთავის მოსახლეობას შეხვდა. მან ქალაქის მცხოვრებლებთან იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომელიც რუსთავის განვითარებისკენაა მიმართული - მათ შორის, რუსთავისთვის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველე“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი უფლებები გააჩნია და მისი პრეზიდენტობისას ვერავინ ვერ შეძლებს იგი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისაგან ჩამოაცილოს.
„7 ნოემბერი არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე და ეს არის ის სახე, რომლითაც, სამწუხაროდ, დღემდე მოდის „ნაციონალური მოძრაობა“,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესათან ინტერვიუ ჩაწერა „დოიჩე ველემ“, სადაც ვაშაძე ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი ყოფილ პრეზიდენტს, მის მეგობარს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნებს, შეიწყალებს არა მარტო მას, არამედ „ყველა სხვა პოლიტპატიმარს“ და ასევე ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ და შვილებიან ქალებს.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 15:14 საათზე, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 13 კმ-ში, სოფელ მართგაჯინადან 3 კმ-ში დაფიქსირდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0132 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.