ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცად რჩება, ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენებ „ძველ გვარდიაში" იგულისხმება თუ არა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნება.
ქალაქ დუშეთში ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში სკვერი სრულად განახლდა. ასევე, მოპირკეთდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ თუ ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდება, კარგი იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე თავდასხმის განხორციელების გეგმის შესახებ მიმდინარე წინასწარი გამოძიების ფარგლებში 6 ეჭვმიტანილი დააკავეს, იტყობინება „როიტერსი“ გამოძიებასთან დაახლოებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0141 პუნქტით გაუფასურდა.
მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე.
მოქალაქე, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალბატონი მდინარე მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. შემთხვევა 5 ნოემბერს, საღამოს, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება და მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმსა და გამოფენაში, ვიზიტის შედეგები შეაფასა.
ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის აღდგენითი სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.