საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ვასილე დინკუს უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. აღინიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი ერთგული მხარდამჭერია.
საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
საქართველოს პრეზიდენტი - ჩვენ, ყველანი, ერთი, ევროპული ოჯახის წევრები ვართ - ესაა ჩვენი მომავალი, სხვა მომავალი, სხვა პერსპექტივა არცერთს არ გაგვაჩნია! ეს განცხადება პრეზიდენტმა მოლდოვაში, სამუშაო ვიზიტისას შეხვედრების შემდეგ, მედიისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მაია სანდუსთან მოლაპარაკებების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან და
თავდაცვის ატაშესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ერნსტ პეტერ
ფიშერსა და ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს საქართველოში დიპლომატიური მისიის
წარმატებით განხორციელება უსურვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
ცაგერში დიალიზის სერვისი ამოქმედდება. ეს მეორე ცენტრი იქნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები აუცილებელ სამედიცინო სერვისს მიიღებენ.
ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტი იბარებს კონკრეტული ეტაპების დასრულებულ სამუშაოებს, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნა.
„ვეტერანების სახით საქართველოს ჰყავს ღირსების ეტალონები, გამორჩეული მოქალაქეები,
რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობის, პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად იბრძოლეს“, - აღნიშნულის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვეტერანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტვით
გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2022“
გახსნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თანამედროვე გამოწვევების ფონზე, კიბერუსაფრთხოების
სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი
განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს კიდევ უფრო განვითარება საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.