„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილისმომგვრელი და სასაცილო“, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს.
„თუ რამე შეიძლება მტკიცებულებად წაიღოს რუსეთის ფედერაციამ, ეს არის ის რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა მთელმა „ნაცმოძრაობამ“ თავის დროზე, 2008 წელს და იქ საუბარია ძალიან მძიმე რაღაცეებზე“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0021 პუნქტით გამყარდა.
„სპექტაკლებთან შეიძლება საგანგებო სპექტაკლი გამართო და არა საპარლამენტო სესია,“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიცის მოთხოვნას, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ.
„ჩვენ გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, იმ დარღვევებზე, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციის მხრიდან“, უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ელჩებთან ისაუბრა წინასაარჩევნო კამპანიაზე, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროპული ტიპის კამპანიის სტანდარტებს.
„ნაციონალების“ დაბრუნებას არ ველოდები. ისინი ჩაკეტილ სისტემაში მუშაობენ, - აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების „ფანტასტიკური სცენარის“ განხილვისას ამბობს, რომ „ნაციონალებმა შეიძლება მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტი არ არის ხელისუფლების ცვლილება“.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ციტატები მისივე წიგნიდან, ჰააგის სასამართლოში წარადგინა.
„სიტყვა კორუფციას ძალიან მყარი მტკიცებულება სჭირდება, მით უმეტეს, როცა არის მიბმული ელიტურ კორუფციასთან", აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მმართველი გუნდის მისამართით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც ელიტურ კორუფციას შეეხება.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მოვაჭრეებს საკასო აპარატების გაუქმებას დაპირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.