საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელს რომის პაპის ვიზიტი გაიხსენა და მას განსაკუთრებული მოვლენა უწოდა.
დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა.
კულტურა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობაა, განაცხადა „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსთაველის თეატრში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის ქალთა საერთაშორისო დღე“ აღინიშნა. ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დღე, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების საქმიანობასთან არის დაკავშირებული, მერიის ორგანიზებით, სოფელ ეშტიაში საგანგებო ღონისძიებით აღინიშნა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გერასიმე მჟვანაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ გოჩა-ჯიხაიშში საბავშვო ბაღის შენობის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბუნებრივი აირის მოსახლეობაში შეყვანის პროცესი რამდენიმე დღეა დაიწყო და ეტაპობრივად მთელ სოფელს მოიცავს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0131 პუნქტით გაუფასურდა.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სატელეფონო საუბრების გავრცელებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მერი ოპოზიციის ბრალდებას, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს, ხუმრობით პასუხობს.
საფიქრალია, როგორ ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია შშმ პირების პრობლემების მოსაგვარებლად, განაცხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა შშმ პირებთან შეხვედრის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.