პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მან თბილისში, დიღომში 310 მ2 ზომის სახლი 37 200 დოლარად ააშენა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილი განცხადებით, ის გაოცებულია, როდესაც ირაკლი სესიაშვილი საუბრობს ასეთ ფაქტებზე, იმის ფონზე, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი შიმშილობს. ირმა ნადირაშვილის თქმით, მაშინ როდესაც უეცრად აღმოჩნდა, რომ მაღალჩინოსნების ახლობლებს მოულოდნელად გაუჩნდათ ისეთი შემოსავლები, რომ სასახლეებს აგებენ, ბუნებრივია კორუფციაზე ჩნდება ეჭვები.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე იმ ფეშენებელურ სახლების აშენებას გამოეხმაურა, რომელებიც მაღალჩინოსნებმა 2012 წლის შემდეგ აიშენეს.
ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი დაიღუპა.
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ თუკი ქვეყნის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდება, ჰააგაში წარდგენილი მტკიცებულებები გაცილებით მნიშვნელოვან დატვირთვას მიიღებს.
პარლამენტის წინ წვიმის დროს შვილმკოკლული მამების აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს. სამართალდამცველებმა მათ ამის ნება არ მისცეს და გამოდარებამდე პარლამენტის შენობაში შესვლა შესთავაზეს.
ავიღე ვალდებულება, რომ ეროვნულ უმცირესობებთან მქონდეს სამუშაო რეჟიმში მჭიდრო კავშირი, რათა ვნახოთ რა ფორმით შეიძლება პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს ამ საკითხს - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს - ტელეკომპანია იმედიდან, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-დან „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან" - „რეაქცია“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს, მედიასაშუალებების წარმომადგენლები პასუხობენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტი გიორგი ქობულია ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) აღმასრულებელ დირექტორს პეტერ ვან მიერლოს შეხვდა.
„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა საექსპორტო ბაზრებისა და ნაკადების დივერსიფიცირების გზით. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ", განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიკა გაბუნიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.