ქარიშხალმა „მაიკლმა“ ფლორიდას სანაპირო რაიონებს „წარმოუდგენლად გამანადგურებელი“ დარტყმა მიაყენა და „უამრავმა ადამიანმა ყველაფერი დაკარგა“, განაცხადა შტატის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პოლიტიკური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ „რესპუბლიკელი“ წევრის და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ლევან ბერძენიშვილის მრჩევლობას სთავაზობს.
„იბერიას“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ ჩხარტიშვილი არის შიკრიკი, რომელმაც ამბავი უნდა მიიტანოს და წამოიღოს. მისი თქმით, ჩხარტიშვილს დღევანდელ განცხადებაში აღელვება ეტყობოდა, ვინაიდან ის რუსეთში ფარულ შეხვედრებს მართავდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაწვა.
„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს რუსთავში შეხვდა. ნათელაშვილმა მხარდამჭერებს სამომავლო გეგმები გააცნო.
საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ თბილისში, თავის შტაბში, საგანგებო განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა. სალომე ზურაბიშვილმა. მან მის მიმართ ლანძღვა-გინებასა და რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრებისას მცირერიცხოვანი ჯგუფების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მედია აქცენტს ამ აქციებზე აკეთებს და არა იმ თემებზე, რაზეც ის საუბრობს მათთან.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ომსა და მის შედეგებზე ისაუბრონ, – ასეთი შეფასება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრანკუფრტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.
„რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი გეგმავდა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობაში დახმარების თხოვნას, მესამე პრეზიდენტი ეხმაურება.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სიცრუეს და უპასუხისმგებლოს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას იმის თაობააზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები ტოვებენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.