„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აუცილებელია ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, რაც კიდევ ერთხელ გამოაჩინა ბოლო დღეების პროცესებმა.
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული სახელმწიფო ჩამოიშალა, გუშინ რაც ჩვენ ეკრანზე ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევაა დაწყებული.
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ლონდონის ერთ-ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. ხატიაშვილი „იბერიას“ და „რუსთავი 2“-ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ჩხეიძე სასამართლოში გამოკითხვას ითხოვს. ჩხეიძე აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფს“ ყველანაირი მტკიცებულება აქვს, რათა სიმართლე დაამტკიცოს.
ვეცადოთ ყველა, რომ არჩევნების გზით მოვიშოროთ ესენი - ეს მავნებლები, აღნიშნული განცხადება მსოფლიო ბანმა, „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.
„დღეს ქვეყანაში „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია", აცხადებს „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.
მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო პირველ რიგში ტელეკომპანია „იბერიას“ და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს, რადგან სწორედ ტელევიზიებზე შეტევით იწყება ის, რაც ცოცხებით მთავრდება. ამ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი პარალელურად წარმატებულ რეჟიმში განახორციელა, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებას.
„ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლთან ზაზა ოქუაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შესახებაც ისაუბრა და იკითხა, „სად არის ჩანაწერები?“
გარდაბნის მუნიციპალიტეტი „ბოლნისქალაქობა 2018“-ის სახალხო დღესასწაულს შეუერთდა. სახალხო დღესასწაულს გარდაბნის მუნიცილიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის წაფრმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.