რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხი ეკონომიკის განვითარება და სიღარიბის დაძლევაა, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისში მიმდინარე ჯონ მაკკეინის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ჰუმანიტარული კატასტროფა, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“ დისკუსიისას განაცხადა.
ჩვენი დასავლური პარტნიორები უკვე სრულ სურათს ფლობენ რუსეთის მიზნების შესახებ და ეს არის ტენდენცია, რომელიც აშკარაა რუსეთის სამეზობლოში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ყარაბაღში კონფლიქტებით. ეს არის შაბლონი, ეს არის რუსეთის ტაქტიკა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მიმდინარე მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, თბილისში გახსნილ კონფერენციას „მსოფლიო თავდაყირა 2018“-ს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა ელიზაბედ რულოვსიც ესწრება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ზემო რაჭის მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ტურიზმის განვითარებას მიიჩნევს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამაფრთხილებელი განცხადებები გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ქარიშხალი ფლორენსი ძალას იკრებს და კაროლინას უახლოვდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მიმდინარე მეოთხე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს სულ უფრო მეტი წევრი მიიჩნევს, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ბრიუსელში სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ბახტაძემ აღნიშნა, რომ სიმბოლურია, როცა 11 სექტემბერს საქართველოში ტარდება მნიშვნელოვანი კონფერენცია.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა.
როგორც GUARDIAN.GE-ს მესტიის მერიაში განუცხადეს, პროექტის ღირებულება 396 841 ლარია, საიდანაც 85%-ს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ხოლო 15%-ს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი აფინანსებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტიდან 17 წელი გავიდა. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის მონაწილე 10 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.