შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 55-ე საზოგადოებრივი ცენტრი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში გახსნა.
ახალ, თანამედროვე მოთხოვნებს თავისი გამოწვევები აქვს და რეფორმების გაცხადების საკითხში მინისტრს სრულად ვეთანხმები, აცხადებს ჟურნალ „მასწავლებელი“-ს მთავარი რედაქტორი ნატალია ინგოროყვა.
ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან დროული გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც, იმის გამო, რომ უკვე კარგა ხანია ჩვენი სისტემა არის სტაგნაციაში. იმ სტრუქტურით და მოცემულობით, რა მდგომარეობაშიც სისტემა იყო, რეალურად, ვერ ხერხდებოდა ზოგადი განათლების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, აცხადებს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარული მიმართულების ხელმძღვანელი თამრიკო ჯაყელი განათლების სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
დონალდ ტრამპი შეთქმულების გზით ხელისუფლებიდან ჩამოცილების საფრთხის წინაშე დგას, განაცხადა თეთრი სახლის ყოფილმა მთავარმა სტრატეგმა, სტივ ბანონმა და დაამატა, რომ შედეგად, შეერთებული შტატები იმგვარი კრიზისის პირობებში იმყოფება, რომელიც შესაძლოა მხოლოდ აბრაამ ლინკოლნის პრეზიდენტობის სამოქალაქო ომის პერიოდს შეადარო.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველი უმრავლესობა შეხვედრას მართავს. უმრავლესობის წევრების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მისი მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე გაათავისუფლა. ბატიაშვილმა პრესკონფერნციაზე აღნიშნა, რომ მისი მოადგილეების რაოდენობა მცირდება და დღეიდან 5 მოადგილე გააგრძელებს მუშაობას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0146 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.