ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი სოფლების - მოხეს, აფიეთის, გორთუბანისა და ზედუბანის მოსახლეობას შეხვდნენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებას არ ეთანხმება. სანიკიძის თქმით, შავი ზღვის უნივერსიტეტი არ იხდის ბიუჯეტში გადასახდელ თანხას და მის მეწილეებს წილები დაყადაღებული აქვთ. სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ აბიტურიენტები, რომლებმაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს სხვა ავტორიზებულ უნივერსიტეტში გადანაწილდებიან.
ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფლად თუ ქალაქად ეცხოვრებოდეს. ლიპარტელიანი ქვემო სვანეთში მცხოვრებლებს, რომელთა დაახლოებით, 40-60% სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება და ამბობს, რომ მისი მერად ყოფნის პერიოდში, ხალხის კეთილდღეობისთვის და ცხოვრების დონის ასამაღლებლად ზრუნვა გაგრძელდება.
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. ამ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში უსამართლოს და ალოგიკურს უწოდებენ, რადგან საბჭოს ექსპერტთა დასკვნით უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაციის ხელშეკრულება 20 აგვისტოს გაუფორმეს, თუმცა მოულოდნელად ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტების ნაკადის მიღება შეუზღუდა.
სასამართლომ გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გათავისუფლებიდან 2 წლით 3 თვის ვადით თანამდებობაზე დანიშვნის უფლება ჩამოართვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, სადაც საპირისპიროდ მოძრავი Opel-ისა და BMW-ეს მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ იგი წუხს იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სპეციალურ პროკურორთან, რობერტ მიულერთან მის მიერ ფიცის ქვეშ წარმოთქმული ნებისმიერი განცხადება შესაძლოა მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ბრალდებად იყოს გამოყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.თ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ობიექტზე 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.