ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთში ჯარისკაცი ტყვიამ იმსხვერპლა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს მოხდა. ჯარისკაცს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, ზებედა რეხვიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში კანადელი ბრაიენ ეტიენი იპონით დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰაიკე ფაიჩსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრანც-იოზეფ ნოლტეს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარსულზე წერს და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთ პორტირებულ წევრს ულოცავს. კორძაია წერს, რომ ხოჯევანიშვილი 2011-2013 წლებში სწორედ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი იყო და იმ პერიოდში არსებულ ვითარების შესახებ შიდა ქართლის ახლად დანიშნული გუბერნატორი ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ატყუებდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაზა გაბუნია ახლად დანიშნულ გუბერნატორებს წარმატებებს უსურვებს და ამბობს, რომ ისინი უნდა იყვნენ დამაკავშირებელი ხიდი საქართველოს მოსახლეობასა და მმართველ გუნდს შორის.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გურიაში ამომრჩეველთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიას დაბეჯითებით უთხრა, რომ „აუცილებლად იგებს“ საპრეზიდენტო არჩევნებს, რის შემდეგაც ასევე მოიგებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
პრეზიდენტის კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში დასკვნით ფორმატში გადადის. „ევროპული საქართველოს“ წევრები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციებს გამართავენ.
გავრცელებული ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იორდანიის მეფე აბდულა II-ს თეთრ სახლში რამდენიმე კვრის წინ უთხრა, რომ თუკი ისრაელი და პალესტინელები ერთი სახელმწიფოს პრინციპის მდგომარეობას მიაღწევენ, რამდენიმე წელიწადში პრემიერ მინისტრის სახელი მუჰამედი იქნება.
ონის მერი ემზარ საბანაძე, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 90%-მდე დაუჭირა მხარი, აცხადებს, რომ წინასაარჩევო კამპანიის დროს, რომელსაც აქტიურად აწარმოებდა, არ გაუცია არც ერთი ისეთი დაპირება, რომლის შესრულებასაც ვერ შეძლებდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ჭუბერის თემის გამგებელი ნინო ვიბლიანი დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი გუბერნატორების წარდგენისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.