დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მხატვრობის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯამში, 100-მდე კედელია მოხატული, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ.
დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემას იწვევს საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავტობუსებისა და ავტომანქანების გარკვეული რაოდენობის გატარებასვერ ახერხებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, წერეთლის გამზირის, მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილების პრობლემა და საცობების მატება შეინიშნება, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწვეული.
კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეული სამართალდამცველის პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და მოქალაქეების სიმშვიდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას მან თქვა, რომ ეს არის საჭირო ნაბიჯი იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კრემლმა "სასწრაფო რეფერენდუმების“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. "რეფერენდუმები" გაიმართება ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში", ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიების იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს. ამ ე.წ. "კენჭისყრის" თარიღია 23-27 სექტემბერი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.