დედაქალაქში „ევროპის მობილობის კვირეული“ (EMW) გაიხსნა, რომლის მიზანი საზოგადოებაში მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. „ევროპის მობილობის კვირეული“ევროკომისიის ინიციატივით, ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს ტარდება.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 1 500 კვ. მ ფართობზე ბეტონის საფარი, ხოლო 3 200 კვ. მ ფართობზე - ასფალტის საფარი ეწყობა.
ევროპის მობილობის კვირეულთან დაკავშირებით, 17-18 სექტემბერს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა 16 სექტემბრის 22:00 საათიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, მიცკევიჩის ქუჩასა და ზაარბრიუკენის მოედანზე იმოქმედებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.
ნაძალადევის რაიონში, საყვირის ქუჩა N2-დან მრევლიშვილის ქუჩა N7-ის ჩათვლით გზის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისთვის ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 600 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“
ეთერში სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით
გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და უწყების მისამართით მიმდინარე დისკრედიტაციის
კამპანიას გამოეხმაურა. „ხდება დისკრედიტაცია ზუსტად იმ მიმართულებების, რაზეც
ჩვენ ძალიან წარმატებით ვიმუშავეთ, როგორიცაა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების
უნიფორმა და საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“-ის
ეთერში, სამხედრო ქალაქის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ
თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს 1050-მდე ბინას რეკორდულ პერიოდში ჩააბარებს.
„გვაქვს ინიციატივა, დამატებით გავუზარდოთ ანაზღაურება ჩვენს სამხედრო
მოსამსახურეებს,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია
„იმედის“ ეთერში განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის
ზრდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური
პირობების გაუმჯობესება ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ჩვენი ხელისუფლების ამოსავალი წერტილია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენ გავაკეთეთ
იმის მაქსიმუმი, რაც შეგვეძლო, რომ არ დაგვეზიანებინა ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი
სახელმწიფო - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი
LIVE“ დასმულ შეკითხვას, გააკეთა თუ არა საქართველომ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინას
დახმარებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.