ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი და „ქრონიკა +“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სტრასბურგში გაფრენას აპირებდნენ, თუმცა გაფრენა ვერ შეძლეს და ამაში, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებენ.
მამა გიორგი მამალაძე „შაბათის კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ „ციანიდის საქმეა“.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა ცივი იარაღით ბაბუა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა. მეზობლების თქმით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა წინ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში საინჟინრო ქვედანაყოფების საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჩატარდა. სიტუაციური წვრთნების დასკვნით ნაწილში საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონმა და სხვა ქვედანაყოფებმა კულმინაციური სწავლება ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის პოლიგონზე ჩაატარეს.
ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი დრონების მეშვეობით მისი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
ხორავას ქუჩის მკვლელობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს, 4 აგვისტოს არასრულწლოვანი მოწმეები გამოკითხა. კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა ნაწილი ვერ ახერხებს სრულად აღიდგინოს და სრულად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.
ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე „მოყვარულთა თასის" მორიგი საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა ადიგენის „ზარზმასა" და ბორჯომის გუნდებს შორის. შეხევდრა ადიგენის გამარჯვებით 5 : 1 დასრულდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს მოსალოდნელი შტორმის შესახებ აფრთხილებს.
გრიგოლეთში საზღვაო მაშველებმა სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.