საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვივნენ და სისტემაში არსებულ მდგომარეობას, კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.
პეკინში, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების ფარგლებში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ,,მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტთან დაკავშირებით.
მესტიაში, მთიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, დაბა ურეკში დააკავეს.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის სასროლეთზე სხვადასხვა სამხედრო სავარჯიშო მიმდინარეობს. წვრთნების ამ ეტაპზე ქვედანაყოფები საცეცხლე მომზადებას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით გადიან.
თაკო ჩარკვიანის განცხადებით ხალხს სამსახური უნდა, თუმცა სამუშაო ადგილები არ არის, პუბლიცისტი არსებულ სიტუაციას „მიტოვებულ გაძარცულ ქარხანას“ უწოდებს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი საყდრისში იმყოფებოდა, საიდანაც განცხადება გააკეთა. ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადათხარა საყდრისი, რათა მილიონობით დოლარი ეშოვნა. ის ასევე ამბობს, რომ თუ გახდება პრეზიდენტი საყდრისს სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნებს და დარჩენილი ოქროდან მიღებულ შემოსავალს ქვეყნის მოსახლეობას დაურიგებს.
დიღმის ტყე-პარკში მალე მასშტაბური მშენებლობა დაიწყება. „კურიერის“ ინფორმაციით, თბილისის მერიამ წინასწარი ნებართვა გასცა, რათა ტყე-პარკის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობა აშენდეს. მასშტაბურ მშენებლობას დიღმის გამწვანებულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანი კომპანია „ანაგი“ გეგმავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.