„ვფიქრობ, ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პალატამ გამოაქვეყნა არსებული ბიზნეს გარემოს მიხედვით რეიტინგები, რომელშიც საქართველო, შარშანდელთან შედარებით, დაწინაურდა და მეოცედან მე-18 პოზიციაზე გადავიდა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ევროპის პალატის რეიტინგს „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს პარლამენტში, როდესაც საგამოძიებო კომისიას აქვს შესაძლებლობა მოუსმინოს 2 ძალიან მნიშვნელოვან პირს და ეს მზაობა არის მათი მხრიდან, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით.
ევროპის პალატის 2018 წლის რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აფასებენ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კომისიის უმცირესობის და საპარლამენტო უმრავლესობის კითხვებს უპასუხა.
საზოგადოება ნათლად ხედავს უკვე ყველაფერს, ვინ რა დარღვევა გააკეთა, ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს დღესაც პროკურატურა პირდაპირ მკვლელებს ხელს, აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო, ევროპის 46 ქვეყანას შორის, მე-18 ადგილზეა.
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატის განცხადებით დაკავებული დიღომში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ათი დღის განმავლობაში სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც დადგინდება, შეურაცხადია თუ არა ბრალდებული.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოძიების დეტალებზე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ემხრობა ამ ნაბიჯს და დაამატა, რომ უნდა დაწესდეს რეგულაციები, როგორიც ჰოლანდიაშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.