NDI-მ მის მიერ რესპონდენტებისთვის დასმული შეკითხვის - უნდა ჰყავდეს თუ არა ოპოზიციას საერთო კანდიდატი - პასუხად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 62%-ს მიაჩნია, რომ არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა მონაწილეობდეს, 15% კი ფიქრობს, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ უნდა ჰყავდეს.

სრულად...

ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული ახმეტა-თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC ასრულებს, პროექტის ღირებულება 18 964 873 ლარია.

სრულად...

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. რესპონდენტთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ნატოში გაწევრიანებას კი მხარს გამოკითხულთა 75% უჭერს.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის მიღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილზე მეტყველებს.

სრულად...

„ბიძინა ივანიშვილმა თავისი გარემოცვა და სახელისუფლებო გუნდიც ხომ თვითონ დააკომპლექტა - შესაბამისად, საკუთარ საკადრო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც მანვე უნდა იკისროს“, - აცხადებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დღეს დაასახელებს. 

სრულად...

როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, მარიხუანას ლეგალიზებას გამოკითხულთა 74% არ ემხრობა, 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანის ლეგალიზება უნდა მოხდეს, გამოკითხულთა 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

სრულად...

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა „დიდი ხანია უნდა". როგორც ხუხაშვილი ამბობს, პრეზიდენტის პოსტის დაკავებაში დახმარების თხოვნით, მას ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს მიმართა.

სრულად...

სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ კატეგორიულად არ აცხადებს, როდის დაასახელებს თავს საპრეზიდენტო კანდიდატად, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მის გასაპრეზიდენტებლად დახმარება უკვე დაიწყო და ზურაბიშვილის სასარგებლოდ შეიცვალა ორგანული კანონი - საარჩევნო კოდექსი.

სრულად...

უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ხარაგაულის სოფლებში ეტაპობრივად მიმდინარეობს. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი